Tuesday, April 19, 2011

       წყალმცენარეები (ლათ. Algae) — საციცოცხლო პირობების მიხედვით გაერთიანებული ეკოლოგიური ჯგუფია. სისტემატიკური თვალსაზრისით ის მრავალ დამოუკიდებელ ტიპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით და ზოგ შემთხვევაში უჯრედის ორგანიზაციით განსვავდებიან. წყალმცენარეებს ახასიათებთ ქლოროფილის არსებობა, რასაც მოკლებულნი არიან სხვა უმდაბლესი მცენარეები, კერძოდ, ბაქტერიები და სოკოები. ბევრ წყალმცენარეში მწვანე ფერი შენიღბულია სხვა პიგმენტებით.
                                 წყალმცენარეთა გარეგანი ფორმის დიდი ნაირგვარობა შეიძლება დაყვანილ იქნეს რამდენიმე ძირითად სტრუქტურამდე, რომლებიც ყალიბდებოდნენ მათი ფილოგენოზის დროს მარტივიდან უფრო რთულამდე. ეს სტრუქტურა მეორდება სხვადასხვა სისტემატიკურ ტიპში, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ მათი ფორმირების ევოლუციაში არსებობს რაღაც პარალელიზმი.

უმარტივესი სტრუქტურა მონადურია,[1]. ის ხასიათდება იმით, რომ უჯრედებს უვითარდება ორი, იშვიათად ერთი, ოთხი ან მეტი შოლტი, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ აქტიურ მოძრაობას. უჯრედების ფორმა უმეტეს შემთხვევაში მოგრძო-ოვალურია, ხშირად მსხლისებრი, ან თითქმის სფეროსებრი. იშვიათად სხვა ფორმისაც გვხვდება. წყალმცენარეები შეიძლება იყვნენ ერთუჯრედიანები ან კოლონიურები, ე. ი. ისეთები, რომლებიც შედგებიან ფორმით ან ფუნქციით ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი რამდენიმე ან მრავალი უჯრედისაგან. უმარტივესი წყალმცენარეების ასეთი მონადური სტრუქტურა მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში გვხვდება. უფრო მაღალი ორგანიზაციის წყალმცენარეებში ის წარმოდგენილია ისეთი უჯრედებით, რომლებიც ან უსქესო გამრავლებას ემსახურებიან (ზოოსპორები), ან სქესობრივს (გამეტები).

იშვიათად ზოგიერთ უმარტივეს წყალმცენარეს ამებისებრი (რიზოპოდიური) სტრუქტურა აქვს. ისინი უგარსო და უშოლტო არიან და ამებისებრად მოძრაობენ სხვადასხვა ფორმის ფსევდოპოდიუმების (მსხვილი, მოკლე, წვრილი და გრძელი) საშუალებით.







                                თევზები (Pisces), წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. და საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები არიან.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოებ, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.